დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის განცხადებით წყალტუბოში კოვიდ 19-ით ინფიცირებული პირის 10 კონტაქტი კარანტინში არის გადაყვანილი. ინფიცირებულის ოჯახის წევრები საკარანტინე ზონაში გადაყვანაზე უარს ამბობდნენ, რის გამოც ისინი პოლიციამ იძულების წესით გადაიყვანა.
„ყველა ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ, სამსახურის კონტაქტები, ნათესაური კონტაქტები, ჩვენ ყველა მიმართულებით ვახდენთ სიტუაციის ანალიზს. რამოდენიმე კონტაქტი, რომელიც სამსახურეობრივი კონტაქტები იყო ისინიც გადაყვანილი გვყავს საკარანტინო სივრცეებში“, - განაცხადა გოჩა გიორგიძემ.